English / ქართული /








Journal number 3 ∘ Evgeni BaratashviliAnzor AbralavaIrma MakharashviliTamar Lagvilava
About the Issue of Territorial Arrangement

The regional development of the economy is the area of realization of the main priorities of the state and regional policy, the principles of which are established. All the main objectives of regional development, as well as the country’s territorial development strategies in the process of development are directly related to the provision of economic security of the country. However, the complete solution of these tasks requires the agreement of all named documents as well as the clarity of its main provisions, argumentation. The economic security of the country and its regions can only be possible in consideration of the specific determination of existing threats, as well as potential threats and, consequently, the strategic vision of the ways to eliminate these threats. In our opinion, in the new strategy there are not fully realized these conditions; real and illusory threats are not always easy to find, and sometimes even illusory threats covers real threats. This certainly does not create a favorable background in solving the objectives of state policy for regional (territorial) development.

Keywords: Territorial Arrangement; Economic Security; Urban Development; Ideal Towns; Theories of Territorial Arrangement.

JEL Codes: R10, R11, R58

ტერიტორიული  განვითარების   საკითხისათვის

წინამდებარე სტატიაში  ეკონომიკის რეგიონული განვითარება  წარმოდგენილია,  როგორც სახელმწიფო და რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების რეალიზაციის სფერო,  რომლის  პოლიტიკის საფუძვლები დამტკიცებულია   საქართველოს  2015-2017 წ.წ. რეგიონული განვითრების  პროგრამაში[1].

აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილ რეგიონული განვითარების ყველა ძირითად ამოცანას, ასევე დამუშავების პროცესში მყოფ ქვეყნის ტერიტორიული განვითარების სტრატეგიებს, პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. თუმცა, აღნიშნული ამოცანების სრული მოცულობით გადაწყვეტა მოითხოვს როგორც ყველა დასახელებული დოკუმენტის  შეთანხმებულობას, ასევე მისი ძირითადი დებულებების  სიცხადეს, არგუმენტირებულობას. ქვეყნისა და მისი რეგიონების ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უკვე არსებული ფაქტობრივი საფრთხეების  კონკრეტულ განსაზღვრის, ასევე პოტენციური საფრთხეების და, შესაბამისად, ამ საფრთხეების აღმოფხვრის გზების სტრატეგიული ხედვის გათვალისწინებით. ჩვენი აზრით, ჯერჯერობით, ახალ სტრატეგიაში სრულად არ არის რეალიზებული ეს პირობები; რეალური და მოჩვენებითი საფრთხეები ყოველთვის არ არის ადვილი გასარჩევი, ზოგჯერ კი მოჩვენებითი საფრთხეები ერთგვარად ფარავს  რეალურ საფრთხეებს. ეს რასაკვირველია, არ ქმნის ხელსაყრელ ფონს რანჟირებისა და მატერიალური უზრუნველყოფისათვის რეგიონული(ტერიტორიული) განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ამოცანების გადაჭრაში [3, 4, 5].

საკვანძო სიტყვები: ტერიტორიული  განვითრება;  ეკონომიკური უსაფრთხოება; ქალაქმშენებლობა;  რეგიონების ეკონომიკური გათანაბრება; იდეალური ქალაქები; ტრიტორიული მოწყობის თეორიები.

მუნიციპალური  წარმონაქმნები  რეგიონებში 

ექსპერტთა ჯგუფების მიერ უკანასკნელ წლებში განხორციელებული გაანგარიშებები გვაძლევს შესაძლებლობას ვამტკიცოთ, რომ საქართველოს რეგიონების ეკონომიკურ დიფერენციაციაში თვალსაჩინო მიღწევები ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, უკანასკნელ ხანებში აღნიშნული დიფერენციაციის გაძლიერებაც არ ხდება [6]. პირიქით, ეს მაჩვენებელი თითქოს „გაიყინა“ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ძვრების არარსებობის და უმეტეს შემთხვევაში სტაბილურად რესურსზე ორიენტირებული ხასიათის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტულად   რა არის  ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ტერიტორიული განვითარების სფეროს საფრთხე, ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი, სამწუხაროდ, არ არის მოცემული სტრატეგიის დოკუმენტში.

უფრო მეტ კითხვებს აჩენს სტრატეგიის თეზისი მუნიციპალური წარმონაქმნების დიფერენციაციასთან დაკავშირებით. საქართველოში 76 მუნიციპალიტეტია. აქედან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 12 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) მუნიციპალიტეტია, თუმცა, მათ შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს (სქემა1). აუცილებლად  ჩნდება კითხვა - კონკრეტულად როგორ ფიქსირდებოდა მუნიციპალური წარმონაქმნების აღნიშნული დიფერეციაცია,  რომელი მაჩვენებლის მიხედვით და რა ტერიტორიაზე (ქვეყნის თუ ცალკეული რეგიონის ფარგლებში) განისაზღვრებოდა ეს დიფერენციაცია.  გარდა ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ მუნიციპალური წარმონაქმნების დიფერენციაცია (მართალია, უფრო ნაკლებად, ვიდრე რეგიონების დიფერენციაცია) - საკმაოდ მართვადი მაჩვენებელია, რომელსაც განაპირობებს ქვეყნის მუნიციპალიტეტების  დანაწევრების ან, პირიქით, გამსხვილების ტენდენცია .

მუნიციპალური წარმონაქმნები საქართველოში [ 2] 

მუნიციპალური წარმონაქმნები

სულ

მ.შ. ტიპების მიხედვით:

მუნიციპალური რაიონები

საქალაქო ოლქები

შიდასაქალაქო რაიონები

ფედერალური მნიშვნელობის შიდასაქალაქო მუნიციპალური წარმონაქმნი

სულ

მ.შ. შიდასაქალაქო დაყოფით

2007 წლის 1 იანვრისთვის

24207

1793

520

-

-

236

2017 წლის 1 იანვრისთვის

22427

1784

567

3

19

267

ქვეყნის ტერიტორიებისა და რეგიონების დონეზე მდგრადი განვითარების სტრატეგიის განმსაზღვრელი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზისას ჩნდება გარკვეული წინააღმდეგობები ხელისუფლების სხვადასხვა დონის კონცეფციებს,  სტრატეგიებსა და რეგიონებისა და ტერიტორიების რეგიონულ-ტერიტორიული განვითარების კონკრეტულ მიზნობრივ პროგრამებს შორის . ასევე, ამჟამად ჩამოყალიბდა სამართლებრივი წანამძღვრები იმისათვის, რომ მუნიციპალური წარმონაქმნების გამსხვილების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდეს. მხედველობაში გვაქვს  ისე,  რომ  ქვეყნის მუნიციპალური ორგანიზაციის სისტემაში არაერთხელ შეტანილი  ცვლილებების საფუძველზე სასოფლო და საქალაქო დასახლებები, როგორც რაიონის ფარგლებში დამოუკიდებელი მუნიციპალური წარმონაქმნები გაუქმდა. აღნიშნული პროცესი ადრე ძალიან რთულად და მხოლოდ „წერტილოვან საფუძველზე“ მიმდინარეობდა, ამჟამად კი განიხილება როგორც ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების რეორგანიზაციის გენერალური ტრენდი. ცვლილებებით მოიხსნა  შეზღუდვა იმაზე , რომ საქალაქო ოლქის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს საქალაქო დასახლება. შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო დასახლებული პუნქტებისგან შემდგარი საქალაქო ოლქების შექმნა. ამჟამად, თეორიულად შესაძლებელია სიტუაციის დაშვება, რითაც საქალაქო ოლქები დარჩება ქვეყნის რეგიონებში მუნიციპალური ორგანიზაციის ერთადერთ ფორმად. აქვე კრიტკულად შევნიშნავთ,  რომ არანანირი გაანგარიშებები არ ჩატარებულა „მუნიციპალიტეტების დიფერენციაციის“ თვალსაზრისით ეკონომიკური უსაფრთხოების ახალი სტრატეგიისთვის, უბრალოდ, გამოყენებული იყო სინამდვილის შესაბამისი ერთგვარი სავარაუდო „შტამპი“. ყველა მსგავს შემთხვევაში რეალურ საფრთხეებს ანაცვლებდა მოჩვენებითი, უფრო ზუსტად - კონკრეტულად განუსაზღვრელი საფრთხეები. არ შეიძლება არ გამოვთქვათ სინანული იმის გამო, რომ ასეთი საკმაოდ არაწონადი მტკიცებები ეკონომიკურ საფრთხეებთან დაკავშირებით ხვდება მაღალი რანგის სახელმწიფო დოკუმენტებში. რეალური საფრთხეები კი სხვა რამეშია.

უკანასკნელ წლებში სიტუაცია თვალსაჩინო ევულუციას განიცდის მუნიციპალიტეტების ფუნქციონირებისა და რეორგანიზაციის საკვანძო საკითხების გადაწყვეტისგან მოსახლეობის ჩამოშორების მიმართულებით; ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობა სულ უფრო კარგავს „სამოქალაქო საზოგადოების“ ინსტიტუტის ნიშნებს, უახლოვდება სპეციფიკურ მოდელს - „თვითმმართველობა მოსახლეობის გარეშე“. ყოველივე ეს ხდება ადგილობრივი ფინანსების გახანგრძლივებული კრიზისის, მუნიციპალური ბიუჯეტების აბსოლუტური უმრავლესობის მაღალი დოტაციური დამოკიდებულების ფონზე. თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ვერანაირ სხვა საშიშროებას, გარდა ზემოთ დასახელებულისა და ძალზე პრობლემური „დიფერენციაციისა“, სტრატეგია ვერ ხედავს. ჩვენი აზრით,  არსებულ სიტუაციაში მუნიციპალური მმართველობის სფეროში საჭიროა მუნიციპალიტეტებს მიეცეს შესაძლებლობა (ადმინისტრაციული, ფინანსური, სამართლებრივი) გავლენა მოახდინონ საკუთარი ტერიტორიების განვითარებაზე .

გარკვეულ ეჭვებს აჩენს ოფიციალურ დოკუმენტებში (მ.შ. ეკონომიკური უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში) ხშირად განმეორებადი აქცენტები ქვეყნის ცალკეული რეგიონისა და მაკრორეგიონის „წინმსწრებ“ ან „პრიორიტეტულ“ განვითარებაზე. რასაკვირველია, ასეთ პრიორიტეტულობას გააჩნია არამხოლოდ წმინდა ეკონომიკური, არამედ სოციალურ-პოლიტიკური მოტივები. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის დაბალი ტემპით ზრდის ტემპების პირობებში, მხოლოდ რეგიონების განვითარების წინმსწრები ტემპები, არსებითად, ნიშნავს სხვა რეგიონების სტაგნაციის გარდაუვალობას, რაც მიუღებელია ეროვნული უსაფრთხოების პოზიციიდან. გარდა ამისა, „წინმსწრები“ ან „პრიორიტეტული“ განვითარების სივრცის საკმაოდ გაურკვეველი კონტურები არ იძლევა მკაფიო საფუძველს იმისთვ ის, რომ ვივარაუდოთ: ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ასეთი მოდელი  „იმუშავებს“ თუ არა არსებული რეგიონთაშორისი განსხვავებების აღმოფხვრაზე, თუ, პირიქით, უფრო გააძლიერებს მას. ამჟამად ეკონომიკური უსაფრთხოების საკვანძო პირობები მოითხოვს პრიორიტეტულობის პრინციპის დაბალანსებას რეგიონულ განვითარებაში და მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის საკმარისი მდგრადობის შენარჩუნებას.

პირველ რიგში, რეგიონების ეკონომიკური გათანაბრება არამხოლოდ უნდა დაფიქსირდეს „ტერიტორიული განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტად, არამედ გამოისახოს რაოდენობრივი პარამეტრებით, როგორც ეს გაკეთდა ზემოთ ხსენებულ სახელმწიფო პროგრამაში. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფედერალური დაფინანსების ყველა არხის (ინსტრუმენტების) სტრატეგიული შეთანხმების ამოცანის გადაჭრა, კერძოდ, ეს ეხება მიზნობრივი ტერიტორიული განვითარების პროგრამების, არაპროგრამული საინვესტიციო პროექტების, ტერიტორიული განვითარების ინსტიტუტების საქმიანობის, ასევე ბიუჯეტთაშორისი ურთიერთქმედების „სტანდარტული“ სისტემის ფარგლებში განხორციელებულ დაფინანსებებს.

ქალაქების ტერიტორიული განვითარების თავისებურებებს ხშირად არ ითვალისწინებენ ხელისუფლების ორგანოები, რაც იწვევს შემდეგ ნეგატიურ შედეგებს. ჯერ ერთი, უმსხვილესი ქალაქების უმრავლესობაში ხდება  ცენტრალური კვარტალების მშენებლობის უკონტროლო შემჭიდროება და ისინი თანდათანობით გამოაძევებენ ისტორიულ ნაგებობებს, რითაც იწვევენ მწვავე სოციალურ წინააღმდეგობებს აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებსა და მაცხოვრებლებს შორის; მეორე, იგნორირებულია ქალაქმშენებლობითი დაგეგმარების პრინციპები, რაც შემუშავებულია როგორც სამამულო, ასევე განვითარებული ქვეყნების უმრავლესობის ქალაქმშენებლობის სპეციალისტების მიერ, დაჟინებით გვთავაზობენ სივრცითი და საქალაქო დაგეგმარების გამარტივებულ სქემებს;  მესამე, ჩნდება ქალაქის რაიონების „მდიდარ“ და „ღარიბ“ დასახლებებად დაყოფის რეალური საფრთხე; და, მეოთხე, ახალი საბინაო მშენებლობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უმსხვილეს ქალაქებში მნიშვნელოვნად აღემატება საწარმოო და სხვა ობიექტების რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციას, რაც იწვევს საქალაქო ტერიტორიის არარაციონალურ გამოყენებას, ბინათმშენებლობის გაძვირებას, სატრანსპორტო, საინჟინრო-ტექნიკური და ეკოლოგიური პროვლემების გადაწყვეტის გართულებას.

დიდი ქალაქის ტერიტორიული განვითარების ეფექტიანი მართვა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური სექტორის, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და ქალაქის ეკოსისტემის დაბალანსებული მართვის პირობებში. უმსხვილესი ქალაქების მართვის ეფექტიანობის შესაფასებლად საჭიროა შესაბამისი მეთოდები, რაც ამჟამად სრულად არაა შემუშავებული.

ამრიგად, წინააღმდეგობამ  უმსხვილესი ქალაქის ტერიტორიული განვითარების მართვის სრულყოფის აუცილებლობასა და მის სამეცნიერო-მეთოდურ უზრუნველყოფას შორის,  განაპირობა  წინამდებარე  სტატიის  თემის აქტუალურობა. 

ქალაქის  ტერიტორიული   მოწყობის სოციალურ-ეკონომიკური  სტრუქტურა  და თეორიები

პრობლემის  განხილვას   ვიწყებთ  ეკონომიკური და სოციალური პროცესების ურთიერთკავშირის საკითხით  ქალაქში.  

ქალაქი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, სამი ძირითადი სუბიექტის (ეკონომიკური აგენტის): მოსახლეობის (საოჯახო მეურნეობების), საწარმოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთქმედების თვალსაზრისით შეიძლება წარმოვიდგინოთ.

საწარმოების, დაწესებულებების ტერიტორიული სიახლოვე, სხვადასხვა ინსტიტუტის კონცენტრაცია ერთ ტერიტორიაზე, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მდგომარეობა - წარმოების ხარჯების შემცირების ფაქტორია. ეს გავლენა დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკაზე, წარმოების ფაქტორების, საქონლის, მომსახურებების და ა.შ. ადგილობრივი ბაზრების განვითარებაზე, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია (განსაკუთრებით ქალაქის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებზე ორიენტირებული საწარმოებისთვის) გარე ფაქტორების გავლენა.

თავის მხრივ, ქალაქის (საწარმოს, დარგის) ეკონომიკური ქვესისტემის მდგომარეობა გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე (ასე, მაგალითად, სამეწარმეო სექტორი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შეთავაზებას, ანუ შემოსავლებს; აყალიბებს საქონლისა და მომსახურების შეთავაზებას; გავლენას ახდენს გარემოსა და სოციალურ ინფრასტრუქტურაზე; გადასახადების ხარჯზე იქმნება საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილი).

სამეწარმეო სექტორი ქალაქის ორგანული ნაწილია, თუკი მისი ეკონომიკური ინტერესები დაკავშირებულია ქალაქის როგორც სოციალური სისტემის ინტერესებთან და უცხო ელემენტია, თუ მისი საქმიანობა არ შეესაბამება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.

ქალაქის ეკონომიკური ქვესისტემის ნებისმიერი ცვლილება ძირეულ გავლენას ახდენს ქალაქის სოციალურ-დემოგრაფიულ სტრუქტურაზე, ცხოვრების წესზე, ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ეკოლოგიაზე. თავის მხრივ, სოციალური და ტერიტორიული ქვესისტემა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ეკონომიკის  ურბანიზაციას და, აქედან გამომდინარე, გავლენას ახდენს ქალაქის ეკონომიკის სტრუქტურის თავისებურებებზე. ასე, მაგალითად, დარგობრივი კუთვნილების და ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისად, სამრეწველო საწარმოები სხვადასხვაგვარად (უარყოფითად ან დადებითად) ზემოქმედებს ქალაქის გარემოს ეკოლოგიაზე, ისტორიული მემკვიდრეობის მატერიალური მატარებლების მდგომარეობაზე, ქალაქის ზონირების თავისებურებებზე.

იმისათვის, რომ სამეწარმეო სექტორი გამოყენებულ იქნეს როგორც ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი (საშუალება), საჭიროა ადგილობრივ მცხოვრებთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაკავშირება საწარმოთა ეკონომიკურ ინტერესებთან დასახლებათა დონეზე, რაც პირველ რიგში, გამოიხატება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებულ მუნიციპალურ სამრეწველო პოლიტიკაში.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურმა ტრანსფორმაციამ გამოიწვია ფუნდამენტური ცვლილებები სამამულო ქალაქების განვითარებაში. სწორედ ამ დროიდან იწყებებს ქალაქები განვითარებას მათთვის ობიექტურად განკუთვნილი განვითარების კანონების შესაბამისად.

ეკონომიკურმა რეფორმებმა გამოიწვია საბინაო ბაზრის, მიწის ნაკვეთებით ვაჭრობის გაჩენა, საქალაქო სივრცის სტრუქტურირება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში უძრავი ქონების ღირებულებათა  განსხვავების საფუძველზე და ა.შ. ამასთანავე, მოხდა საბინაო (საშუალო შემოსავალზე გაანგარიშებული) და სამრეწველო მშენებლობის შემცირება. იაფი მასობრივი საცხოვრებლის მშენებლობას თან ახლდა ეკონომიკის მტკივნეული რესტრუქტურიზაცია, მ.შ. სამუშაო ადგილების შემცირება, განსაკუთრებით გადამამუშავებელ და მძიმე მრეწველობაში. ეკონომიკურ დაქვეითებას თან ახლავს სოციალური „დაავადებები“ - ნარკომანია, დამნაშავეობის ზრდა და ა.შ. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაციის თავისებურებების ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს არამხოლოდ გამოვავლინოთ ქალაქში არსებული პრობლემები, არამედ ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები.

მრავალი „სოციალური დაავადებისა“ და „ქალაქის პრობლემების“ მიზეზი შეიძლება იყოს როგორც არაკომპეტენტური მართვა და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები, რაც პირველ ეტაპზე წარმოქმნის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ ქალაქების განვითარების პროცესების ობიექტური კანონზომიერებებიც.

აგლომერაციული ეფექტის არსებობა, საქალაქო სივრცის ორგანიზაცია ქმნის განსაკუთრებულ სოციალურ-ეკონომიკურ დამოკიდებულებებს ქალაქში.

ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის შემსწავლელ მკვლევართა ნაშრომებში განხილულია ქალაქის სოციალური სტრუქტურის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ურთიერთქმედების, ინტეგრაციის  და „ქალაქური ომების“ და სხვა საკითხები,  განსაკუთრებით საინტერესოა ქალაქის როგორც ადგილობრივი თანამეგობრობის შესწავლის თვალსაზრისით, სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების სისტემის კვლევა.

„ადგილობრივი თანამეგობრობის“ ცნება ძალზე პოპულარულია დასავლურ სოციოლოგიაში. დ. ჰილარის მოჰყავს ტერმინ „ადგილობრივი თანამეგობრობის“ 94 განმარტება[ ], არსებული განმარტებების  ურთიერთშეჯერების საფუძვეზე შეიძლება გამოვყოთ ადგილობრიივი თანამეგობრობის შემდეგი მახასიათბლები:

1. მოსახლეობა/ადამიანთა ერთობა (ისტორიული, კულტურული, მეზობლური და ა.შ.);

2. გარკვეულ საზღვრებში (გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ, ინფორმაციულ და ა.შ.) მოქცეული ადგილი/ტერიტორია/სივრცე;  

3. სოციალური ურთიერთქმედება (მეზობლური ურთიერთობები, ქცევის საერთო წესები და ნორმები, საერთო მთავრობა და საზოგადოებრივი მომსახურებები, ორგანიზაციები, ურთიერთკავშირი წარმოებრივ საქმიანობაში და ა.შ.);

4. თანამეგობრობის გრძნობა/ფსიქოლოგიური იდენტიფიკაცია (ფასეულობების ერთიანობა, მიკუთვნებულობის განცდა, თანამეგობრობაში მომხდარი მოვლენების თანაზიარობის განცდა, თანამეგობრობის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა და ა.შ.).

ადგილობრივი თანამეგობრობის თანამედროვე კონცეფცია გაჩნდა XIX საუკუნის დასასრულს, რაც  ისტორიულად დაკავშირებულია ტრადიციული ცხოვრების წესის ნგრევასთან. ამის შემდეგ  დასავლეთის საზოგადოებაში, ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის გავლენით ჩამოყალიბდება ახალი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები და განსახლების ახალი ფორმები. ამ პროცესს თან ახლდა სხვადასხვა ნეგატიური გამოვლინება, რამაც გამოიწვია დანგრეულ ძველებური ცხოვრების წესში დადებითი ნიმუშების ძიება.(იხ.  მენის, ტენისისა, დურკჰეიმის და სხვათა ნაშრომებში) [ 6].

ნებისმიერი ქალაქი ქალაქმშენებლობის  ამა თუ იმ  სისტემის პირობებში, უნდა წყვეტდეს კონკრეტულ პრაგმატულ ამოცანებს, როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა სახის საქმიანობის და მშენებლობების რაციონალური ფუნქციურ-სივრცითი მოწყობა; სიმძლავრის მიხედვით არსებული მოთხოვნილებების შესატყვისი საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო, სოციალური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; მიწათსარგებლობის დაგეგმვა და რეგულირება ამ ცნებათა ძალიან ფართო გაგებით. ქალაქის რაციონალური სივრცითი მნოწყობა მისი განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა, ამიტომაც საკითხი ქალაქის ტერიტორიული სტრუქტურის შესახებ ყველა დროში უმნიშვნელოვანესი იყო.

ქალაქის სივრცითი სტრუქტურა ასახავს სხვადასხვა საქალაქო ელემენტის ადგილმდებარეობას და ურთიერთგანლაგებას სივრცეში ქალაქის განვითარებისა და ფუნქციონირების პროცესში კავშირების განსახორციელებლად. ქალაქის სივრცით (ტერიტორიულ-დაგეგმარებით) სტრუქტურას წარმოქმნიან სხვადასხვა დანიშნულების (სამრეწველო, სელიტებური, კომუნალურ-სასაწყობე, საგარეო ტრანსპორტის, რეკრეაციული და ა.შ.) ურთიერთმოქმედი ტერიტორიები (ფუნქციური ზონები). ქალაქის სტრუქტურაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მის ელემენტებს შორის კავშირების შესაძლებლობას.

ქალაქის სივრცით სტრუქტურას მნიშვნელოვნად განაპირობებს ქალაქის სიდიდე; საქალაქო გარემოს ეკონომიკური, დემოგრაფიული და სოციალური თავისებურებები; ურთიერთკავშირი გარემოცვასთან; ქალაქის პოლიტიკურ-სამართლებრივი, როგორც სპეციფიკური ტერიტორიული ფენომენის შექმნა და განვითარება (კერძოდ, ქალაქმშენებლობის წესდებების მიღება).

არსებობს ქალაქის ტერიტორიული  მოწყობის  მრავალი თეორია. მოვიყვანთ რომელთა შორის აღსანიშნავია: ე. ბიორჯესის კონცენტრაციის ზონების თეორია [7], რომელშიც ჩიკაგოში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების განლაგების შესწავლის საფუძველზე,  მოდელი აფიქსირებს მიწათსარგებლობის სხვადასხვა სახეების სივრცეში განლაგების თანმიმდევრობას, ქალაქის ცენტრიდან გარკვეული წესით დაცილებული კონცენტრაციული ოლქების ფორმით  და ა.შ.;

ჰომერ ჰოიტის სექტორული თეორია[7],    რომელიცშემუშავდა აშშ-ის ფედერალური საბინაო ადმინისტრაციის შეკვეთით. ანალიზის საფუძველი გახდა ბინის არენდის ღირებულების მონაცემები ამერიკის 142 ქალაქში.  დადგენილი  კანონზომიერება უკეთ თავსდებოდა სექტორული გრაფიკების ჩარჩოებში, ვიდრე კონცენტრაციის ზონების სქემატური გამოსახულებები და ა.შ.;

ჰარის - ულმანის სუბცენტრების მოდელი [7] , რომელიც აღწერს სუბცენტრების განლაგებას ქალაქის სივრცეში. ნებისმიერი ქალაქის ზრდასთან ერთად დგება მომენტი, როცა ერთი ცენტრალური ბირთვი ვეღარ მოემსახურება ქალაქის მთელს ტერიტორიას. ჩნდება სუბცენტრები ცალკეული რაიონების მომსახურებისთვის  და ა.შ.;

ჰარის - ულმანის მოდელი, რომლითაც ქალაქი წარმოდგენილია  შემდეგი სტრუქტურით: ცენტრალური საქმიანი რაიონი,  საბითუმო მაღაზიების, საწყობებისა და მსუბუქი მრეწველობის ზონა, დაბალფასიანი საცხოვრებელი რაიონების ზონა, საშუალო კლასის საცხოვრებელი რაიონების ზონა, ელიტური საცხოვრებელი რაიონებისა და მაღალკომფორტული რაიონების ზონა,  მძიმე მრეწველობის ზონა, გარე საქმიანი რაიონი,  საცხოვრებელი გარეუბნები,  სამრეწველო გარეუბნები  და ა.შ.

გარდა აღნიშნულისა,  არსებობს უამრავი  სხვა თეორია, რომელიც აღწერს ქალაქის შიდა სუვრცის ჩამოყალიბებასა და რესტრუქტურიზაციას. მიუხედავად არსებითი განსხვავებებისა, ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ქალაქის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ქალაქის ხელისუფლებამ (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა) უნდა გაატარონ აქტიური საქალაქო პოლიტიკა.

ქალაქმშენებლობის იდეების განვითარება  და თანამედროვე იდეალური ქალაქები

იდეალური ქალაქი რეალობაში არ არსებობს. ეს არის სოციალური უტოპია,  რაც ეხმიანება  უკეთესი, სამართლიანი ცხოვრების წარმოდგენებს. ქალაქების ფორმები ამ წარმოდგენების უშუალო გამოსახულებაა.  ფუნდამენტურად ზოგიერთი მათგანის შესახებ:

პლატონის იდეალური ქალაქი: ცენტრალურ-სიმეტრიული გეგმარება; ქალაქის რადიალური სტრუქტურა ასახავს მცხოვრებთა დაყოფას ქონებრივად თანასწორ 12 ჯგუფად.

არისტოტელეს იდეალური ქალაქი: ქალაქის ტერიტორიის ხაზოვანი (ლინეარული) გეგმა, რომელიც იყოფა 3 ნაწილად: წმინდა, საზოგადოებრივი და კერძო.

ჰიპოკრატეს იდეალური ქალაქი: ქალაქის გეგმარება შეესაბამება ლანდშაფტს.

რენესანსის იდეალური ქალაქები: პროექტირებისადმი მითოლოგიური მიდგომა (მფრინავი, მოცურავე, მიწისქვეშა ქალაქები); ქალაქის ფორმა - წრე,

XX საუკუნის 20-30-იანი წლების ქალაქმშენებლობის იდეები (ძირითადად საბჭოური ) შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ურთიერთდაკავშირებულ ჯგუფად:

1. განსახლების თეორია (დეზურბანისტული).   შემოთავაზებული იყო  განვითარების ორი ალტერნატიული ვარიანტი:

- კომუნების ტიპის სახლებისგან შემდგარი ქალაქების გამსხვილება;

-არსებული ქალაქების ტერიტორიების შევიწროება და ახალი ტიპის დასახლებების მიახლოება სოფლის ტიპთან.

2. ქალაქების გეგმარებითი სტრუქტურის თეორიები.

-ხაზოვანი (ლინეარული)ქალაქების თეორიები (ფუნქციური ზონები ერთმანეთს ენაცვლება);

- ხაზოვანი (ლინეარული)ქალაქების თეორიები;

- ხაზოვანი (ლინეარული)ქალაქების თეორიები და სხვ.;

3. არქიტექტურული თეორიები. „კოლექტიური“ სახლების იდეა, ყოფის განზოგადება, ნებისმიერი მორთულობის უარყოფა. საცხოვრებელი განიხილებოდა ახალი ადამიანის აღზრდის ინსტრუმენტად.

  XX საუკუნის 50-60-იანი წლების ქალაქმშენებლობის კონცეფციები  ხასიათდებოდა

განსახლების თეორიებთან დაკავშირებული იდეებით:

1. განსახლების ახალი ელემენტის კონცეფცია გულისხმობდა იმას, რომ ქალაქების ქაოტური ზრდა უნდა შეეცვალა ჯგუფური განსახლების დინამიკურ სისტემას, რომელიც შედგება თვითგამიჯნული მთლიანი ერთეულებისგან - განსახლების ახალი, - ავტონომიური და ადამიანის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში თვითკმარი ელემენტებისგან;

2. განსახლების ქსელური კონცეფცია, რაც  გულისხმობს ქალაქების უწყვეტ ზრდას საზოგადოების მოთხოვნილებების შესაბამისად (შენობები - 30-40-სართულიანი კოშკების კარკასები, რომელსაც ებმება საცხოვრებელი უჯრედები; ქალაქებს შორის შუალედს ავსებს ბუნება);

3. განსახლების კინეტიკური სისტემა   სამ მიმართულებით:

  • სივრცითი განვითარების მოწესრიგება ფუნქციური ზონების მდგრადი სივრცითი მოწყობის მქონე დინამიუკრი სისტემის საფუძველზე;
  • შრომის, საბინაო და დასვენების ადგილების გაერთიანება კომპლექსურ რაიონებში, სელიტებურ-სამრეწველო კომპლექსებში;
  • შრომისა და საცხოვრებელი ადგილების გეგმაზომიერი ტერიტორიული დაყოფა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების შერწყმის საფუძველზე.

აღნიშნული პერიოდის არქიტექტურული პროექტები მჭიდროდ იყო დაკავშირებული მშენებლობის  ინდუსტრიალიზაციასთან, როგორც საცხოვრებლების მასობრივი აგების მთავარ საშუალებასთან, საავტომობილო ტრანსპორტის სწრაფ განვითარებასთან.

შეიძლება გამოვყოთ:

  • ეკოლოგიური ქალაქები (ქალაქი განიხილება როგორც ადამიანების, მცენარეების, ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ბინადრობის ადგილი);
  • ჰუმანოპოლისი (ქალაქი განიხილება როგორც პიროვნების თვითრეალიზაციის ადგილი);
  • საქალაქო მეტაბოლიზმის იდეა (მზარდი ქალაქები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს შექმნას საზოგადოების აქტიური მეტაბოლისტური განვითარებისთვის; ქალაქის რადიალურ-წრიული სტრუქტურის უარყოფა);
  • ტექნოპოლისები (მსოფლიო, ტელესაკომუნიკაციო კავშირების განვითარება, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევების მაქსიმალური გამოყენება);
  • აქვაპოლისები (ოკეანეებისა და ზღვების ზედაპირზე მოცურავე ან მათ სიღრმეებში განლაგებული ქალაქები);
  • კოსმოპოლისები (ქალაქები კოსმიურ სივრცეში ან სხვა პლანეტებზე).

 ქალაქის ეკონომიკური განვითარების თანამედროვე კონცეფცია  

ქალაქის განვითრება მხოლოდ მის სივრცით ზრდას არ უკავშირდება. თანამედროვე ცნება „განვითარება“ მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ მახასიათებელს:

  • ცვლილებას (განვითარებას მოსდევს მრავალმხრივი სტრუქტურული ცვლილებები);
  • ზრდას - სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც იწვევენ ტექნოლოგიურ პროგრესს, პროდუქციის ხარისხის ამაღლებას და საქონლისა და მომსახურებების განაწილების გაუმჯობესებას;
  • გაუმჯობესებას - სოციალურ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანთა სულ უფრო ფართო წრისთვის საზოგადოებრივი სიკეთეებით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობებს.

ქალაქის მდგრადი განვითარება - ეს არის განვითარება, რომელიც შეესაბამება  თანამედროვე  მოთხოვნილებებს მომავალი თაობებისათვის ზიანის მიუყენებლად.

მდგრადი განვითარების პროცესს საფუძვლად უდევს სამი პრინციპი:

  1. თაობებს შორის სამართლიანობის, ანუ ფუტურისტული პრინციპი ნებისმიერი საქმიანობა უნდა განვიხილოთ მომავალი თაობებისთვის შედეგების თვალსაზრისით;
  2. სოციალური სამართლიანობის პრინციპი. სიღარიბე განიხილება დეგრადაციად. მდგრადობა გულისხმობს რესურსების უფრო თანაბარზომიერ განაწილებას.
  3. ზღვრული პასუხისმგებლობის პრინციპი,  რაც  გულისხმობს გლობალური ჭრილით გარემოს დაცვის მართვას.

მდგრადია ქალაქი, სადაც ადამიანები, სხვადასხვა დონის ხელისუფლების ორგანოები, საზოგადოებრივი და კომერციული ორგანიზაციები ძალისხმევას არ იშურებენ ქალაქის ბუნებრივი, ხელოვნური და კულტურული კეთილმოწყობის სრულყოფისთვის.

ქალაქის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად საჭიროა სტრატეგიული განვითარების რესურსები: ფიზიკური კაპიტალი,  ადამიანური კაპიტალი, სოციალური კაპიტალი,  ბაზრები ,    ფინანსური რესურსები და  მართვა.

თანამედროვე საზოგადოებაში მართვის განსაკუთრებულ ფუნქციას შეადგენს: -პროგნოზირება - ქალაქის განვითარების სავარაუდო მიმართულებებისა და პარამეტრების აღწერა, როგორც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საალბათო ქცევის მამოძრავებელი ძალების, კანონზომიერებების, სტრუქტურისა და სხვა ფაქტორების, ასევე ასეთი განვითარების შესაძლო შედეგების ანალიზის საფუძველზე შექმნილი სისტემა;

პროგრამირება - ქალაქის განვითარების გრძლვადიანი პრიორიტეტული მიზნის დადგენა, შუალედური ამოცანების, მიმართულებების, დასახული მიზნის მიღწევის მეთოდებისა და ვადების გამოვლენა, საჭირო საშუალებებისა და რესურსების შეფასება, ასევე რეალიზაციის წესისა და მექანიზმის უზრუნველყოფა;

დაგეგმვა - ქალაქის, როგორც კონკრეტულ პერიოდში სოციალურ-ეკონომიკური სისტემის განვითარების მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, რესურსების გაანგარიშება და გეგმის რეალიზაციის პერიოდში ამ რესურსებით უზრუნველყოფის წესი, შემსრულებლებისა და დაფინანსების წყაროების განსაზღვრა.

ქალაქის დონეზე შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რაც დაკავშირებულია ქალაქის განვითარებასთან:

  1. ქალაქის განვითარების კონცეფცია - ეს არის ქალაქის განვითარების ცნების შესახებ შეხედულებების, იდეების სისტემა, გენერალური ჩანაფიქრი, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებათა სტრატეგიას პროექტების, გეგმების, პროგრამების განხორციელებისას.
  2. ქალაქის გენგეგმა წარმოადგენს ძირითად იურიდიულ ქალაქმშენებლობის დოკუმენტს, რომელიც მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ და სახელმწიფო ამოცანების გათვალისწინებით განსაზღვრავს ქალაქის ტერიტორიული განვითარების მიმართულებებსა და საზღვრებს, ტერიტორიის ფუნქციურ დანიშნულებასა და სამშენებლო ზონირებას, მიწების განაწილებას საკუთრების სახეების მიხედვით; საერთო საქალაქო მნიშვნელობის ობიექტების განთავსების, სატრანსპორტო მომსახურების, საინჟინრო უზრუნველყოფისა და კეთილმოწყობის, სახიფათო ბუნებრივი და ტექნოგენური პროცესებისგან ტერიტორიის დაცვის, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ტერიტორიის ათვისების რიგითობის  შესახებ პრინციპულ გადაწყვეტილებებს.
  3. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა - რესურსების, შემსრულებლებისა და განხორციელების ვადების მიხედვით ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სოციალური, დემოგრაფიული, წარმოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, საორგანიზაციო-სამეურნეო და სხვა პრაქტიკული ღონისძიებებისა და მოქმედებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის, როგორც სისტემის მდგრადი განვითარების სფეროში ამოცანების ერთობლიობის ეფექტიან გადაწყვეტას.

განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი იყოფა   შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპად:

დაგეგმვისწინა ეტაპი. ამ ეტაპზე იქმნება საჭირო წანამძღვრები განვითარების დაგეგმვისთვის,  რისთვისაც საჭიროა შეიქმნას სპეციალური კომიტეტი განვითარების დაგეგმვისთვის.

დაგეგმვის პირველი ეტაპი მოიცავს პასუხს კითხვაზე: სად ვიმყოფებით ამჟამად? ამისათვის საჭიროა:

- შექმნილი ტენდენციებისა და ადგილობრივი თანამეგობრობის განვითარების თავისებურებების კვლევის ჩატარება (ადგილობრივი მოსახლეობის რიცხოვნობა და შემადგენლობა, დასაქმება და შემოსავლები, ცვლილებები ეკონომიკის სტრუქტურაში);

- რეალურად შეფასდეს თანაფარდობა ეკონომიკური განვითარების მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის.

დაგეგმვის მეორე ეტაპის მთავარი კითხვაა: საით მივდივართ? საუბარია ისეთი სტრატეგიული მიზნების არჩევაზე, რომლებიც ნამდვილად პასუხობს  ადგილობრივი თანამეგობრობის მცხოვრებთა ინტერესებს და რეალიზებადია.

მესამე ეტაპის მთავარი კითხვაა როგორ შეგვიძლია სასურველი შედეგის მიღწევა? ამ ეტაპზე აუცილებელია შესაძლებლობებისა და რესურსების სწორად აწონ-დაწონვა, ასევე განვითარების დაგეგმვის მეორე ეტაპზე დასახული მიზნების მიღწევის გზების განსაზღვრა.

გამოყოფენ ქალაქის განვითარების სტრატეგიების შემდეგ ვარიანტებს:

  1. ტერიტორიის განვითარების სტრატეგიები:
  • ბუნებადაცვითი პროგრამები;
  • კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნა ქალაქის ფარგლებს გარეთ მომუშავეებისათვის („საძილე რაიონების“ უპირატესობების გამოყენების პროგრამა);
  • ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარება; ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის,  საბინაო ფონდის განვითარება და ა.შ.
  1. ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიები:  ქალაქის სოციალური სტრუქტურის განვითარება;  უმუშევრობისა და სიღატაკის აღმოფხვრა;  ქალაქის მცხოვრებთა სოციალური დაზღვევის განვითარება; ქალაქის ადმინისტრაციისა და უმნიშვნელოვანესი მუნიციპალური საწარმოების საკადრო უზრუნველყოფა და ა.შ.
  2. კულტურისა და ტურიზმის განვითარების სტრატეგია: ტურისტული ბიზნესის განვითარება; კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების ორგანიზაციების განვითარება;  სახალხო რეწვისა და ხელოსნობის განვითარება;  ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის განვითარება და ა.შ.
  3. ქალაქის სამეწარმეო პოტენციალის განვითარების სტრატეგიები: ახალი მეწარმეების (გარეშე) მოზიდვა; არსებული საწარმოების საქმიანი აქტიურობის განვითარება დაწარმოებრივი საქმიანობის გაფართოება; კომერციული საქმიანობისა და საცალო ვაჭრობის (საბანკო, საკრედიტო, საბითუმო ვაჭრობა) განვითარება ან გამოცოცხლება;  ქალაქის ფარგლებს გარეთ გატანილი საწარმოების დაბრუნება; ბიზნესის ახალი სახეების  შექმნა;  მოქმედი საწარმოების ეფექტიანობის ამაღლება და ა.შ.

ქალაქის განვითარების სტრატეგიის არჩევა, პირველ რიგში, დამოკიდებულია განვითარების იმ სტრატეგიულ რესურსებზე, რაც ქალაქს გააჩნია.        

                                                          დასკვნა

ეკონომიკური უსაფრთხოების საკვანძო პირობები მოითხოვს პრიორიტეტულობის პრინციპის დაბალანსებას რეგიონულ განვითარებაში და მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის საკმარისი მდგრადობის შენარჩუნებას. ქვეყნის ეკონომიკის დაბალი ტემპით ზრდის ტემპების პირობებში, მხოლოდ   ცალკეული რეგიონების განვითარების წინმსწრები ტემპები, არსებითად, ნიშნავს სხვა რეგიონების სტაგნაციის გარდაუვალობას, რაც მიუღებელია ეროვნული უსაფრთხოების პოზიციიდან. რეგიონების ეკონომიკური გათანაბრება არამხოლოდ უნდა დაფიქსირდეს ტერიტორიული განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტად, არამედ გამოისახოს რაოდენობრივი პარამეტრებით.  ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფედერალური დაფინანსების ყველა არხის (ინსტრუმენტების) სტრატეგიული შეთანხმების ამოცანის გადაჭრა, კერძოდ, ეს ეხება მიზნობრივი ტერიტორიული განვითარების პროგრამების, არაპროგრამული საინვესტიციო პროექტების, ტერიტორიული განვითარების ინსტიტუტების საქმიანობის, ასევე ბიუჯეტთაშორისი ურთიერთქმედების „სტანდარტული“ სისტემის ფარგლებში განხორციელებულ დაფინანსებებს.

 ლიტერატურა:

  1.  საქართველოს 2015-2017წწ-ის რეგიონული განვითრების გეგმა.
  2.  საქართველოს ტერიტორიული მოწყობა,   https://ka.wikipedia.org/wiki/       
  3. Глазычев В. Л. Урбанистика.- М.: Европа, 2008-220с.
  4. Глейзер Е, Триумпф Города: как наше величайшее изобретение делает нас богаче , умнее, экологичнее, здоровее, и счастливые/ с англ. кушнапевой И. -М.: Институт  Гайдара, 2015-394с.
  5. Рыбчинский В. Городской конструктор .- М.: стрелка пресс, 2014-217с.
  6. Ortman S.G., Cabaniss A., Sturm J. O., Bettencourt L.- Settlement scaling and increasing returns in an ancient society.
  7. Cox W.- World megacities: Densities Fall as They Become Larger -2015